α.ასო ნ ზოგჯერმე იხმარების ნაცულად ლ და მ (იხილენ ასონი იგი).ასოსა ამის მარცვალი ნა დაერთვის თავად:α. არსებითთა სახელთა და ზოგჯერ ზედ შესრულთაცა და ჰნიშნავს:
I. სამნეოდამ გარდადგინებულთა, ანუ შეცვალებულთა მდგომარეობისაგან თჳსისა: ნაბატონარი, ნაყმევი, ნასიძარი, ნარძლევი, ნაქურივალი, ნახუცარი, ნაქალაქევი, ნასოფლარი, ნასახლარი, ნავენახობი. ეგრეთვე: ნაავანდყოფარი, ნამარხულევი, ნამსგავსები და სხ. (იხილე სა).
II. თან შეერთებასა, ანუ კუთნვილებასა რასმე: ნაანდერძევი, ნამზითვი, ნაკერპავი, ნაღვინევი, ნააბანოევი, ნასადილევი, ნაძირალი და სხ.
III. ნადგომსა, ან ნიშანდაჩნეულსა: ნაკბილარი, ნამუხლი, ნაფეხვარი, ნატერფალი, ნამუწუკარი, ნაბანაკევი და სხ.
β. რიცხჳთთა სახელთა და ჰნიშნავს კერძოსა: ნაოთხალი, ნაათალი, ნაასალი და სხ.
γ. მიმღეობათა ვნებითთა განვლილისა დროჲსათა: ნაბანი, ნაკერი, ნავალი, ნაგები, ნაკეცი, ნამუშავარი, ნამძინარევი, ნამზადი, ნაპარსი, ნარგები, ნაქმარი, ნაშრომი, ნასწავლი, ნაწერი, ნახმარი და სხ.მიმღეობანი ესე იქმნებიან:
I.სხვადასხჳსა დამნიშნველნი სინონიმნი, მაგალითად, ნაბანი, რაჲცა განბანილ არს, ანუ წყალი, რომლითაცა განბანილარს; ნამუშავარი, ვისცა უმუშავიეს, ანუ რაჲცა უმუშავიეს; ნასწავლი; ვისცა უსწავიეს, ანუ რაჲცა უსწავიეს. ეგრეთვე ნაუბარი ნალაპარაკევი, ანუ უბეში ნადები. კუალად ნაუბრანი ნალაპარაკევი, ანუ უბანყოფილი; ნავალი ნასიარულევი ადგილი, გინა კაცი, ანუ ვალად აღებული.
II. ესევე მიმღეობანი იხმარებიან არსებითად სახელადცა: ნაღები, ნახნავი, ნათლული, ნახევარი, ნაპრალი, ნასხლევი, ნაქსოვი, ნაშენი, ნაგავი.
δ. კუალად იხმარების მარცვალი ნა რთულთა და სხმითგარდასლვითთა ლექსთა შორის საშუალ: გულნაკლული, სახელნართაული, ზედნადები, ღვინონასვამი, წყალნარევი, ჭიანაჭამი, ჭირნახული, ხელნაწერი, ჭირნახადი. ანუ: აღნაგი, აღნადგინები, აღნაქუსი, განაჩენი, მონაგარი, მონაღვაწი, შენამსგავსი, შენაძენი, წანაგები, წანართმევი, წანაღები და სხ.
ε. კუალად ასო ნ იხმარების ბოლოდ ზმნათა და საკუთრად მექონთა ასოსა მ პირველისა პირისა მაპიროვნებელად, ოდესცა ძიება მათი არს მრავლობითი. მაგალითად: მაქუს წიგნი, მაქუნ წიგნნი, ანუ მქონან წიგნები; მეგულება წიგნი, მეგულებიან წიგნები, წიგნნი. ეგრეთვე სხუათაცა პირთა, რიცხუთა და დროთა შინა: გაქუს, გაქუნ, გქონან; აქუს, აქუნ, ჰქონან; გუაქუს, გუაქუნ, გუქონან და სხ. მქონდა, მქონდნენ; გეგულება, გეგულებიან, მეგულებოდა, მეგულებოდნენ და სხ.
ეგრეთვე დაერთვის ზმნათაცა ვ გაპიროვნებულთა სრულთა დროთა შინა: დავსწერე წიგნი, დავსწერენ წიგნნი; დასწერე წიგნი, დასწერენ წიგნნი; დაასხა ხელი, დაასხნა ხელნი და სხ.

Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Полезное



Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»